მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

22 დეკემბერი 2022, 14:30 703 ნახვა

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა, რომლითაც ეს სამსახური სამი ექსპერტიზის ბიუროს ჩართულობით ექსპერტიზის ჩანიშვნას ითხოვდა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე აქვს თუ არა ადგილი სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას, რისი ეჭვიც მათი განმარტებით, ბოლო გასაჯაროებული კადრების შემდეგ გაჩნდა . მანამდე კიდევ ერთი შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს. უფლებადამცველი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილებას ითხოვდა , რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, ფიგურირებს გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისადმი, სავარაუდოდ, არაადამიანური მოპყრობაში. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამ წუთებში ადვოკატის შეკითხვებს პასუხობს ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც დასკვნა მოამზადა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში