აჭარის მთავრობის სხდომა

22 დეკემბერი 2022, 14:32 678 ნახვა

ამ წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 106.5 მლნ აშშ დოლარია - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რეგიონის პირველი პირის თქმით, ბიზნესსექტორის მესამე კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში, ბრუნვა 39%, დასაქმებულთა რაოდენობა 11%-ით არის გაზრდილი. აჭარაში პრივატიზების შედეგად, 120 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. ამასთან დასრულდა ხელვაჩაურში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და განხორციელდება ეთნოსოფლის პროექტი, რომელიც საბოლოოდ შეკრავს მაჭახლას კონცეფციას. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში დამტკიცდა აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, რომელიც 11%-ით გაიზარდა და 535 549 400 ლარს შეადგენს. მისი თქმით, აჭარის მთავრობა ყველა მუნიციპალიტეტში აგრძელებს ტურისტული, საგზაო, სპორტული, საგანმნთლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ასევე გაგრძელდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემების მოწყობა

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში