შეთანხმების მოლოდინი

28 იანვარი 2017, 00:00 2539 ნახვა

პრობლემა რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება. სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესების განმეორების საფრთხე არსებობს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომლებსაც მთავრობა მოსახლეობასთან აწარმოებს, მალე დასრულდეს. ორ კვირიანი მოლაპარაკების შემდეგ 62 ოჯახიდან, მხოლოდ 35 ოჯახია თანახმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ 25 ათას ლარს დასჯერდეს. თანხა დანარჩენი ოჯახებისთვის ძალიან მცირეა. ხელისუფლება მათ მეზობელ სოფლებში განსახლებასაც სთავაზობს, ასევე კორპუსის მშენებლობას და იქ ინფრასტრუქტურის მოწყობას, თუმცა ეს ოჯახები არც ამ პირობას თანხმდებიან. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში