პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

22 დეკემბერი 2022, 20:05 561 ნახვა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტში ჯამში 20-მდე ცვლილება შევიდა. მათგან 13 ახალ საარჩევნო რეფორმაში ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე აისახა. „ქართული ოცნებისა“ და სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულ ოპოზიციასთან („ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“) ორი დახურული შეხვედრის შედეგად, შეთანხმება ათ საკითხზე მოხერხდა, რაც პროექტში ასახულია. ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა და საარჩევნო კომისიის პარტიული წევრებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული „საარჩევნო კოდექსი“ პარლამენტში 26 სექტემბერს დაინიცირდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში