ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

23 დეკემბერი 2022, 15:01 660 ნახვა

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ცდილობდნენ იგი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაეყვანათ. დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში