სააკაშვილი საგამოძიებო ექსპერტიზაზე ისევ უარს ამბობს

24 დეკემბერი 2022, 14:53 508 ნახვა

ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე ისევ უარს აცხადებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარი თქვა. ვასილ კაკაშვილის განმარტებით, მათ აღნიშნული პოზიციის მოსმენა უშუალოდ სააკაშვილისგან სურდათ. კითხვაზე, აქვს თუ არა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი ლიცენზია, რომ მსგავსი ტიპის ექსპერტიზა ჩაატაროს, გამომძიებელი პასუხობს, რომ ოფიციალური პასუხი აქვთ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რომლის მიხედვითაც, ისინი გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე ექსპერტიზას ჩაატარებდნენ“.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში