4 დან 7 წლადე პატიმრობა მიშა ბოლქვაძეს?

26 დეკემბერი 2022, 18:22 1353 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს თანადგომას სთხოვს. მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ 14 დეკემბერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან გამოსულ ძალოვანს მონა უწოდა, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეძახილის გამო ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვას და თავისუფლებას ითხოვს. საკითხზე თავად საგამოძიებო უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“.მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს .

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში