საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხდება

27 დეკემბერი 2022, 15:17 584 ნახვა

მთავრობის წლიურ ანგარიშზე, რომელზეც ისევ დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, სალომე ზურაბიშვილი ისევ არ მივიდა. უცნობია იყო თუ არა პრეზიდენტი მიწვეული სტუმრებს შორის. სალომე ზურაბიშვილის დასწრება მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მას შემდეგ გახდა აქტუალური და თვალშისაცემი, როცა ვნახეთ, რომ იგი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, მიზეზად კი პროტოკოლური დარღვევა დაასახელა.

ეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სკამების რიგითობას ეხებოდა, რაზეც მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ამბასადორიალზე პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესით იხელმძღვანელეს და წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ პრეზიდენტისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში