ხელვაჩაურის მერის ანგარიში

27 დეკემბერი 2022, 15:29 752 ნახვა

წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები პრეზენტაციის სახით წარადგინა ხელვაჩაურის მერმა საკრებულოს სხდომაზე. ზაზა დიასამიძის თქმით, მუნიციპალიტეტში პრობლემების დიდი ნაწილი გადაჭრილია. იგეგმება სოციალური სახლების მშენებლობა, სასმელი წყლის დამატებითი დებეტის წარმოქმნა პრობლემურ უბნებში და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემების მოგვარება, რისთვისაც თანხა უკვე გამოყოფილია. მერის ინფორმაციით, გრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობით უზრუნველყოფის პროგრამა, ხოლო იმ 500 ოჯახს, რომელთაც გათბობის საშუალებები არ აქვთ, ერთჯერადი დახმარების სახით ათასი ლარი ჩაერიცხათ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონით გაიზარდა და 37 მილიონს შეადგენს. საკრებულოს სხდომას „ ქართული ოცნების“, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდნენ. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებული პრობლემები არ იკვეთება და საკრებულო მერიის მუშაობას მონიტორინგს უწევს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში