მთავრობის წლიური ანაგარიში

27 დეკემბერი 2022, 17:41 563 ნახვა

ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე, საქართველოსა და მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე. წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერი შეეხო კანდიდატის სტატუსსაც - ამბობს რომ: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს, ამის თქმის საფუძვლად კი წარმატებული რეფორმების გატარება მოჰყავს. მისი თქმით, ყველა ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში იქნა მიღწეული, მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა. პრემიერმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის გამთლიანების შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება შეუძლია. ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა არ გადაიხედება და ქვეყნის მთავრობა შეეცდება მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებას.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში