პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინა

28 დეკემბერი 2022, 11:38 620 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ისევ წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ჯამში 4 კანდიდატურა. საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ პოზიციაზე კი კონკურსი გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით ვიგებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები აღარ წარადგინა და ამ პოსტისთვის უკვე მეორე წრეზე გიორგი შაიშმელაშვილი და ნანული ბებია იბრძოლებენ. ცესკოს წევრობისთვის - რუსუდან ქურდიანიძე და თამაზ ფოლადაშვილი. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. ამ დრომდე კი მოვალეობას გიორგი კალანდარიშვილი ასრულებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში