აქცია სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან-პოლიტიკური შეფასებები

29 დეკემბერი 2022, 11:46 683 ნახვა

გზავნილი,რომელმაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ აღარ გაიმეორა ცნობილი ფრაზა , რომ ,, არა და არასდროს შეიწყალებს“ მის წინამორბედს, ამიტომ ამჯერად ღია სივრცე დატოვა აპირებს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმას პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ორაზროვან განცხადებას აფასებენ პოლიტიკოსები. არაკორექტული და მცდარი პოლიტიკური ვერსიების შეთავაზების მცდელობა - ასე აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარ კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტს გადაწყვეტილება უნდა დაეფიქსირებინა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ აქციის მიზანი იყო ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე და პრეზიდენტმა მისი განცხადებით, აჩვენა, რომ ის ზემოქმედებას არ ემორჩილება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობისკენ ნაბიჯი უნდა გადადგას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში