აქცია სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან-პოლიტიკური შეფასებები

29 დეკემბერი 2022, 14:37 532 ნახვა

გზავნილი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ აღარ გაიმეორა ცნობილი ფრაზა , რომ ,,არა და არასდროს შეიწყალებს“ მის წინამორბედს, ამიტომ ამჯერად ღია სივრცე დატოვა აპირებს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმას პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ორაზროვან განცხადებას აფასებენ პოლიტიკოსები. არაკორექტული და მცდარი პოლიტიკური ვერსიების შეთავაზების მცდელობა - ეს ამოიკითხეს სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაში მმართველმა გუნდმა. "ქართული ოცნებაში“ მიაჩნიათ რომ მთავარ კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტს გადაწყვეტილება მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ აქციის მიზანი იყო ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე და პრეზიდენტმა და, რომ მან არ უნდა მოუსმინოს ხელისუფლებას. მათი აზრით სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში