ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა

30 დეკემბერი 2022, 19:23 738 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა. ის აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში, ასევე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი“, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“ და სხვა. 2017–2018 წლებში რომეო მიქაუტაძეს ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები. 2018–2019 წლებში კი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის და შემდგომ შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელის პოზიციებზე საქმიანობდა.

რომეო მიქაუტაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისთვის – 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისთვის.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში