პოლიტიკური შეფასებები ნოდარ ყარალაშვილის ვიდეომიმართვაზე

09 იანვარი 2023, 14:59 542 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერების  მუქარის შემცველ განცხადებას პოლიტიკური პარტიები აფასებენ. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ყველანაირ ძალადობას, საკითხები უნდა მოგვარდეს მხოლოდ დემოკრატიულად და არა რევოლუციური სცენარებით.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ საზოგადოების მხრიდან ენმ-ს მხარდაჭერა არ აქვს და რადიკალურ ქმედებებს ამიტომ გეგმავენ. 

ცნობისთვის, სააკაშვილის მხარდამჭერმა ნოდარ ყარალაშვილმა  საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლა“ დააანონსა და  კიდევ ერთ მხარდამჭერთან ჯაბა წულაძესთან ერთად  ვიდეომიმართვა გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში