ტორბიორნ იაგლანდის ვიზიტი

30 იანვარი 2017, 00:00 1389 ნახვა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.  ტორბიორნ იაგლანდის განმარტებით, აფხაზეთში ენგურის ხიდზე შექმნილი გადაადგილების პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. მისი განცხადებით, უკეთესი იქნება თუ მათ მონიტორინგის საშუალება უშუალოდ ადგილზე ექნებათ. იაგლანდის თქმით, აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღსადგენად ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს.ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას მიხეილ ჯანელიძე ეთნიკური წმენდის შემადგენელ ნაწილად აფასებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ამ ფაქტის შესახებ მან იუნესკოს წერილი რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობას, და საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდა.

ამავე კატეგორიაში