გავრცელებული აუდიოჩანაწერი - პოლიტიკური შეფასებები

11 იანვარი 2023, 14:29 440 ნახვა

აუდიო ჩანაწერის ნამდვილობა ისევ დაუზუსტებელია, შესაბამისად ისევ  უპასუხოდაა   კითხვა  ვინ დგას ჩანაწერის უკან.  ნიკა მელია   არ ჩანს და დუმს.   ფარული ჩანაწერის ახლა გავრცელებამ,   როცა  ენმ-ში  პარტიის თავმჯდომარის არჩევნებია,  პირველი ეჭვები   სწორედ  ნაციონალური მოძრაობის წევრებს გაუჩინა.   

მიაჩნიათ, რომ  ადამიანი, ვინც მასალა გაავრცელა,  კონკრეტულ  კანდიდატთანაა ასოცირებული.     ნაციონალური მოძრაობის ოპონენტებიც ფიქრობენ, რომ    ყველაფერი პარტიაში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება. 

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის სავარაუდოდ ნიკა მელია როგორ ლანძღავს სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს და მას  შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.  მაგრამ ვის ესაუბრება ტელეფონზე, სავარაუდოდ, ნიკა მელია-ეს უცნობია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში