ზურაბ აზარაშვილი იხილოვის სამედიცინო ცენტრის დელეგაციას შეხვდა

11 იანვარი 2023, 20:08 712 ნახვა

საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან დაკავშირებით ზურაბ აზარაშვილი ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია, მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკების მშენებლობისა და მოწყობის 10 წლიანი გამოცდილების მქონე სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს.

დელეგაციის წევრებმა, უწყების წარმომადგენლებს, სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების, კლინიკის მოწყობისა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განიხილეს ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილი პრაქტიკაც.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე იმ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნობიან, რომლებიც  ქვეყანაში არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში