ვინ მოხვდება ე.წ. ''სააკაშვილის სიაში''

12 იანვარი 2023, 17:16 657 ნახვა

ვინ მოხვდება ე.წ. "სააკაშვილის სიაში," შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი პატიმარი პრეზიდენტის უფლებადამცველი მაგნიტსკის სანქციების ქართული ვერსიის შესაქმნელად შეხვედრებს მართავს. 

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ვერ ამბობს მოხვდება თუ არა სანქცირებულთა სიაში იუსტიციის მინისტრი, თუმცა დარწმუნებულია, რომ სია რამდენიმე დღეში მზად იქნება და მასში დანამდვილებით მოხვდებიან ის რიგითი მოხელეები, რომლებმაც სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს.

შალვა ხაჭაპურიძე საკითხზე სასაუბროდ უკვე შეხვდა ხატია დეკანოიძეს. იგი ასევე იმყოფებოდა უკრაინის საელჩოშიც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შესახვედრად. მაგნიტსკის სიასთან პარალელის გავლებას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან უტიფრობად აფასებენ მმართველ გუნდში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში