ბათუმის თოჯინების თაეტრის გასტროლი თბილისში

14 იანვარი 2023, 14:40 921 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი გასტროლის ფარგლებში თბილისში დამეგობრებულ თეატრებს  ესტუმრა, ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა დედაქალაქის მაყურებელთან მოძრაობის თეატრში გაიმართა.

ამ  წუთებში რეჟისორ - იოსებ ბაკურაძის სპექტაკლის ,,ზურმუხტქალაქის ჯადოქარი,’’ ჩვენება მიმდინარეობს, ხვალ კი  თბილისის თოჯინების თეატრში, 16:00 საათზე - რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს - ,,საიდანაც მზე მოდიოდა.’’ წარადგენენ.    

ასევე, დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა  სახელმწიფო თეატრმა მოძრაობის თეატრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში