ბათუმში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

14 იანვარი 2023, 15:06 813 ნახვა

ვნებათაღელვა ნაციონალურ მოძრაობაში - ორ კვირაში გაირკვევა მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელად ისევ ნიკა მელია დარჩება თუ თანამდებობას სხვა გადაიბარებს.

მოქმედ თავმჯდომარესთან ერთად პოსტისთვის ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან. ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაწყებულია, გრძელდება დაპირისპირებაც.

დიდი ოპოზიციური პარტია რამდენიმე ნაწილად გაიყო, დაიწყო ომი ფარული ჩანაწერებითაც. ისინი, ვინც ერთ დროს ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ, ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ.

რამდენიმე ნაწილად გაიყო ნაციონალური მოძრაობის წევრების პოზიციები ბათუმშიც.

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ბათუმში შტაბი შექმნეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საკუთარ უპირატესობაზე ისაუბრეს და მოწინააღმდეგეები კულისებიდან მართულებად მოიხსენიეს.

ამბობენ, რომ კულისებიდან პოლიტიკურ პროცესებს ლევან ვარშალომიძე, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მართავენ და ნიკა მელიას კონკურენტები ამ პიროვნებების პოზიციებს ახმოვანებენ.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს მეორე მხარე.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში