ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრს

16 იანვარი 2023, 14:21 540 ნახვა

ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური შინაგან საქმეთა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავენ.  საქმე ეხება თელავში, გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ  მედიაში გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით,  აქციისა და პიკეტირების პროცესში ჩართულები იყვნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები.  

დეპუტატები საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ და აცხადებენ, რომ პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არაფერი გააკეთეს ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში