შეხვედრა ერგნეთში

17 იანვარი 2023, 11:01 529 ნახვა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართება. აუდიენციის დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.

სუსის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა. ერგნეთში

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ და გასულ წელს შეაჯამებენ.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების  უპირობო გათავისუფლებას.

ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის 7 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

ბოლო შეხვედრა ერგნეთში გასული წლის ნოემბერში გაიმართა. გასულ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში