თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა

18 იანვარი 2023, 11:05 469 ნახვა

თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა გრძელდება. ამჯერად მორიგი შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არც ერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განხილვა უკვე გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან. პროექტის განხილვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში