ლავროვის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

19 იანვარი 2023, 12:03 655 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მეორე დღეა საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სერგეი ლავროვის კომენტარი არის პროვოკაციული.  მათი თქმით, ქართული ოცნება ქვეყანას ევროპისგან აშორებს და რუსეთთან აახლოებს, რასაც ლავროვის განცხადებაც ადასტურებს.

განმარტავენ, რომ როცა  მტერი გაქებს და მეგობარი შენიშვნას გაძლევს, ნიშნავს, რომ მტრის წისქვილზე ასხამ წყალს.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სერგეი ლავროვის კომენტარს ოპოზიცია სათავისოდ იყენებს, ამ ყველაფრის მიზანი კი ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალებაა.

„ვხედავთ, რომ საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ის ბედნიერია, რომ ხალხთაშორის პირად დონეზე კონტაქტები აქტიურად ვითარდება საქართველოსთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში