დავოსის ეკონომიკური ფორუმი

19 იანვარი 2023, 12:03 567 ნახვა

შავი ზღვის ელექტროკაბელი და ევროპისთვის დამატებითი ენერგორესურსების მიწოდება - დღეს ამ საკითხზე დავოსში ტრანსკავკასიურ დერეფანზე იმსჯელებენ.  შესაბამისად,  გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში.

პანელურ ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში საქართველოს პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიღებენ მონაწილეობას.

ორი ქვეყნის ლიდერი ბუქარესტში ხელმოწერილ პროექტის დეტალებს განიხილავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების დისკუსიაში - „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.

დისკუსიის მონაწილე ლიდერებმა მსოფლიოში ენერგოკრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და არსებული გამოწვევის დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

ქვეყნის მეთაური დავოსში ასევე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში სხვა ლიდერებთან ერთად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში