ლავროვის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

19 იანვარი 2023, 14:25 710 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მეორე დღეა საქართველოში, პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სერგეი ლავროვის კომენტარი არის პროვოკაციული.  რაც ადასტურებს, რომ ქართული ოცნება ქვეყანას ევროპასთან აშორებს და რუსეთთან აახლოებს.

განმარტავენ, რომ, როცა  მტერი გაქებს და მეგობარი შენიშვნას გაძლევს, ნიშნავს, რომ მტრის წისქვილზე ასხამ წყალს.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სერგეი ლავროვის კომენტარს ოპოზიცია სათავისოდ იყენებს, ამ ყველაფრის მიზანი კი ხელისუფლებისთვის პრორუსულობის დაბრალებაა.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში