დაპირისპირების მორიგი სერია ''ნაციონალურ მოძრაობაში''

21 იანვარი 2023, 14:30 562 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ბრალდებები და დაპირისპირებები გრძელდება.  ''ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, 63 რაიონია საქართველოში და ნიკა მელიამ „ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში“.

''10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' არსებულ ვითარებას  პოლიტიკოსები აფასებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში