კობახიძე: სამწუხაროა, რომ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს

23 იანვარი 2023, 12:03 603 ნახვა

,,რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია“ - დაწერა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში. 

ირაკლი კობახიძე ამით  გამოეხმაურა ''სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ჰკითხა გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი პრობლემას,  რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის შესახებ და ამ კონტექსტში ახსენა საქართველო, რომ რუსეთში სანქცირებული საქონელი სწორედ შეაქვთ საქართველოდან.    

კობახიძე ამბობს, რომ  "სი-ენ-ენი" არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამიტომ მისი შეფასებით კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. შესაბამისად, "სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას კობახიძემ ყალბი ინფორმაცია უწოდა, რომელიც მისი თქმით, მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.   

ამავე განცხადებაში ახსენებს რადიკულურ ოპოზიციასაც, რომელიც კობახიძის თქმით, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სიცრუეს გავლენიან მედიასაშულებასთან ერთად ტირაჟირებენ. მისივე განცხადებით საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 პროცენტს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში