შეხვედრა შესყიდვებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებთან

23 იანვარი 2023, 11:21 623 ნახვა

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. კომპანიებმა, აჭარაში, 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.   

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა სამინისტროში დაგეგმილი მსხვილი პროექტები წარუდგინა.

შეხვედრის მონაწილეები ბათუმის მერიის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტებსაც გაეცნენ. ახალი პროექტების პრეზენტაცია ბათუმის მერმა გამართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საბიუჯეტო პროექტების განხორციელების მიმართულებით, სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და ეფექტურობის გაზრდაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში