დაპირისპირება ენმ-ში

23 იანვარი 2023, 14:09 460 ნახვა

უცვლელი მოცემულობით გრძელდება  ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად   წინასაარჩევნო  პროცესი- შიდა   დაპირისპირებისა  და ურთიერთბრალდებების ფონზე.   

ვრცელდება ჩანაწერებიც, რომლებშიც მაგალითად სავარაუდოდ ნიკა მელიაც ფიგურირებს, და რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელის აზრით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაგეგმეს.   ოპოზიციურ პარტიაში იმედი აქვთ,  რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება.

საპარლამენტო ოპოზიციის  მეორე ნაწილი კი  ფიქრობს, რომ ამგვარი დაპირისპირებით ენმ ქართულ ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.       

ყველაზე დიდი ოპოზიციური   მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.   ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გაგრძელება.      

პარტიის ხელმძღვანელობისთვის 4 კანდიდატი  იბრძვის.  ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში