ირაკლი კობახიძის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

23 იანვარი 2023, 18:11 574 ნახვა

„სიენენის“ ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა, კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი. „ორიოდე დღის წინ „სიენენის“ ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას. „სიენენი“ არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, „სიენენის“ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, აცხადებს ირაკლი კობახიძე. თემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მხრიდან გაკეთდა შეფასებები

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში