შეხვედრა სომხეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩთან

25 იანვარი 2023, 11:10 458 ნახვა

პრემიერ-მინისტრი სომხეთში ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს  მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.

გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წელს მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ.

აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში