ევროსაბჭოს რეზოლუცია

25 იანვარი 2023, 11:10 526 ნახვა

დეოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა  და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ სამხედრო ძალების ყოფნა - საქართველოს შესახებ ეს ჩანაწერებია  ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ  რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებულ  რეზოლუციაში.  

დოკუმენტში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ    ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც რუსეთი 2008 წელს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ატარებდა. როგორც ქართული დელეგაციის წევრები აცხადებენ, რეზოლუციის შესწორებებით მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ხმამაღლა იყოს დაფიქსირებული გზავნილები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. 

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ  ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო კონცენტრირებული იმ  გამოწვევაზე, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიულმა ქმედებამ, ქართული მხარის შესწორება კი ეხებოდა იმას, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინაში წარმოადგენს საქართველოში კრემლის მიერ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებას. 

რაც შეეხება რეზოლუციის შესწორებების შემდეგ მიღებას, აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის პრიორიტეტად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში