არჩევნები და დაპირისპირება ენმ-ში

25 იანვარი 2023, 14:39 616 ნახვა

ისევ დაძაბულობისა და კრიტიკის, ურთიერთბრალდებების ფონზე გრძელდება შიდა პარტიული არჩევნები ენმ-ში.  აზრი ამჯერადაც გაიყო პარტიის  წევრებს  შორის.    

ენმ-ს თავმჯდომარედ   ისევ ნიკა მელიას  არჩევის შემთხვევაში   იგი  პარტიის  გენერალურ  მდივნად გიორგი კირთაძის წარდგენას გეგმავს. 

ხაბეიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი ვინ რა თანამდებობას ჩაიბარებს პარტიაში, რადგან წინ მთავარი - არჩევნების შედეგებია.   მიაჩნიათ, რომ  პარტიის ერთადერთი შეთანხმებული ინტერესი მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა უნდა იყოს.    

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი  კი ფიქრობს, რომ ერთ-ერთ დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება სრულ ოპოზიციურ ფლანგს აზიანებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან თანამდებობებზე წინასწარ საუბარი გაუგებარია „ქართული ოცნებისთვისაც“.  

ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა თავად  გიორგი კირთაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ამომრჩევლისთვის ნათელი უნდა იყოს პარტიის  მიზნები მთავარი მიზნისთვის ბრძოლის აზრს კი ერთიანობაში ხედავს.

ენმ-ში მხოლოდ ნიკა მელიას განცხადებას არ იწუნებენ და ახლა პირიქით, ნიკა მელიას ფლანგის კრიტიკის  სამიზნე გახდა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.     

ამბობენ, რომ ყველა დაპირება,  მათ შორის სააკაშვილის გამოხსნა დასავლური ღირებულებებით ბრძოლის ნაწილი და გუნდის საერთო მიზანია.

„ქართულმა ოცნებამ“  ხაბეიშვილის  ამ განცხადებაში რადიკალიზაცია ამოიკითხა.  სხვა ოპოზიციურ  პარტიებში კი  ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“წევრების ხმამაღალი განცხადებები სხვა ოპოზიციურ ჯგუფებსაც აზიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში