ბათუმის საკრებულოს სხდომა

25 იანვარი 2023, 14:32 517 ნახვა

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ლუკა ასათიანის ბათუმის პირველ  ქალაქისთავად არჩევის დღესთან დაკავშირებით  ბათუმის საკრებულოს ინიციატივაა, ყოველი წლის   25 იანვარს ჩატარდეს ღონისძიება ლუკა ასათიანის ღვაწლის ხაზგასასმელად. 

ვიდრე დეპუტატები  გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა პარალელი გაავლო  სწორედ ლუკა ასათიანის მმართველობასა და ახლა ქალაქში არსებულ  ვითარებას  შორის.

კიდევ ერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება, რომ ქალაქის მერი საკრებულოს სხდომას არ ესწრება. იყო კამათიც, რუსეთთან მიმართებით საქართველოს პოლიტიკის კრიტიკა და ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.   

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში