საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა

26 იანვარი 2023, 11:14 496 ნახვა

საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრაზე დადასტურდა საქართველოს და ევროკავშირის სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს გასული წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგები. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. ასევე აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში