ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა Credit Suisse-თან

26 იანვარი 2023, 12:03 467 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას კრედიტ სუის-თან სამართლებრივ დავაში. საერთაშორისო პრესა აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული სამართლებრივი დავის დეტალები.

პრესაში გავრცელებულია ივანიშვილის წარმომადგენლების განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ. ქართული ოცნების დამფუძნებელი ამბობს, რომ არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება და "ფულს არ აძლევენ".

"არ მაძლევენ იმ ფულსაც, რომელიც დავის საგანი არ არის" - წერია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში. მისივე მტკიცებით, სუისზე პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში