სარაკეტო თავდასხმა კიევში

26 იანვარი 2023, 17:12 1162 ნახვა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან 47 ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისივე თქმით, 20 რაკეტა დედაქალაქ კიევის მიდამოებში ჩამოაგდეს. „რუსების მიზანი უცვლელი რჩება: ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, მაგრამ ჩვენი გატეხა შეუძლებელია!” - წერს ზალუჟნი „ტელეგრამზე“. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად კიევში მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში