ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

27 იანვარი 2023, 12:05 613 ნახვა

„მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები“ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აქვეყნებს.  ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული.

ასამბლეა მოუწოდებს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად. ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის და მცოცავი ოკუპაციის გამო.

ასამბლეა მოუწოდებს მთავრობას, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის“, - აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში