სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების განხილვა

27 იანვარი 2023, 14:30 863 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები ქობულეთში. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს მინისტრმა გააცნო.  მისი თქმით, პროგრამების მიზანია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ზაზა შავაძის განცხადებით, გაგრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება, რომლისთვისაც სამინისტრომ  ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

750 ათასი ლარით კი უწყება  მეციტრუსეობის განვითარებისთვის დახარჯავს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში