ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

27 იანვარი 2023, 14:54 4695 ნახვა

„მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები“ -ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა  რეზოლუციას აქვეყნებს.

მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხონ იმ შეშფოთებებს, რომლებიც  დოკუმენტშია გამოთქმული.  

ასევე მიმართავენ მთავრობას, რომ  გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად.

ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.  

რეკომენდაციები საქართველოში ყოველთვის სრულდებოდა და ახლაც შესრულდება - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა  მმართველ გუნდში რეზოლუციას.  რაც შეეხება პოლარიზაციას,  მიაჩნიათ, რომ   ამას ნაციონალურ მოძრაობაში ჩანიშნული შიდა პარტიული არჩევნები  დაასრულებს.

ოპოზიციის მტკიცებით,  კი  ოცნება ძირეულ  საკითხებს არ  აგვარებს, თუმცა ფიქრობენ, რომ  ევროსაბჭოს  12 რეკომენდაციის შესრულებაში წვლილი ოპოზიციამაც  უნდა შეიტანოს.  მაგრამ  პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

რაც შეეხება რეზოლუციაში ნახსენებ  მედია პოლარიზაციის შესახებ გზავნილს,  მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ  თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია ვერ იქნება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში