აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკაში გაემგზავრა

29 იანვარი 2023, 17:33 767 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.

აჭარის მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს ფილიპინების რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან, ტურიზმის მინისტრთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში