"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

30 იანვარი 2023, 10:32 783 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, არჩევნებში მონაწილეობა 41 264 ადამიანმა მიიღო.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნონა მამულაშვილი - 3.33%;
  • ნიკა მელია - 40%;
  • გიორგი მუმლაძე - 3.68%

ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.

არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იღებდნენ. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში