შეხვედრა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან

30 იანვარი 2023, 11:09 579 ნახვა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერს შეხვდა.  

ოლეგ სერებრიანი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიმდინარე პროცესებზე.

უწყების ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე უფლებრივ და ჰუმანიტარულ ვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევების, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში