სააკაშვილის სასამართლო

30 იანვარი 2023, 11:50 463 ნახვა

ლევან ხაბეიშვილმა გამარჯვების შესახებ გზაში შეიტყო, ის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად საქალაქო სასამართლოში მივიდა. 

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.

წინა პროცესზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.

როგორც პენიტენციური სამსახურის იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, აღნიშნული დასკვნა ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება, რაც საქმის მასალებს მტკიცებულების სახით უნდა დართვოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში