საკადრო ცვლილებები ''ნაციონალურ მოძრაობაში''

30 იანვარი 2023, 15:03 717 ნახვა

პირველ მილოცვებს უკვე იღებს პარტიულ ახალ თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილი.  მათ შორის იყო  ნიკა მელია, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ბრძოლაში არავინაა გამარჯვებული, და არც  დამარცხებული და, რომ ახლა მთავარი ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს გზა კი ლევან ხაბეიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის.  

როგორც უკვე მიხვდით, პირველი განცხადება პარტიის  თავმჯდომარის რანგში მან უკვე გააკეთა. იმ პარტიის ხელმძღვანელის პოზიციიდან,  რომელიც 9 წლის წინ მაშინაც მაშინდელ ლიდერებთან  დაპირისპირების გამო დატოვა, თუმცა  ისევ უკან დაბრუნდა.

რაც შეეხება მთავარ გზავნილებს, დაანონსა უკომპრომისო ბრძოლა და შრომა გამარჯვებისთვის. მიაჩნია, რომ ენმ-ს შიდა პარტიული არჩევნებით ყველას, მათ შორის მტერსაც დაუმტკიცეს, რომ ერთგულები არიან  დემოკრატიული ფასეულობების. გამარჯვების მიუხედავად, ამტკიცებს და ირწმუნება, რომ ზეიმს არ აპირებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში