საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონონომიკური პარტნიორია - კარლ ნეჰამერი

30 იანვარი 2023, 16:04 722 ნახვა

ავსტრიას და საქართველოს უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია აქვს, უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია, საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ ავსტრიის  კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

"უღრმესი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ შემიძლია ყოფნა. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ცოტა ადრინდელი პერიოდისთვის იყო ჩვენი შეხვედრა დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა. ამჯერად ძალიან მიხარია, რომ შევძელით შეხვედრა, რადგან ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ყოველთვის დავაფიქსირებ ამ პროდუქტიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია გვაქვს, უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, მართლაც არსებობს ძალიან ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა. ეკონომიკური მონაცემები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, ენერგოგენერაციაზე, ენერგეტიკის მიმართულებაზე ვსაუბრობთ. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალზე საინტერესო პარტნიორია ავსტრიული ფირმებისთვის. მაგალითისთვის, არსებობს თანამშომლობის მაგალითები, რომელსაც ერთგვარი ნოუჰაუ შემოაქვს ქვეყანაში და აქ საქართველოში მართლაც ერთობლივად ხდება, ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავი მიღწევაა“, - განაცხადა ნეჰამერმა.

ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

"რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მითუმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან საუბარია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. პრესკონფერენციამდე ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი, რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად.

ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რა გაკეთდა, რათა შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ყველა ეს ძალისხმევა. მართლაც ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება ამ მიმართულებოთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი მათ შორის მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას თვითონ შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

ეს ყოველთვის დიდი გამოწვევაა. ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იარსებებს. ამავდროულად, ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იმავე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზა ამ მიზნის მისაღწევად. ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც არსებობდა ამ თემაზე ძალიან აქტიური დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ წარმატებები იყო ამ სამი ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში