სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ხელვაჩაურში

30 იანვარი 2023, 17:53 938 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაგეგმილი პროგრამების პრეზენტაცია გამართა ხელვაჩაურში. პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები საკონკურსო პროექტებში ჩართვას შეძლებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის 5 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. გაგრძელდება პროგრამა, რომელიც სახნავ-სათესი ფართობების უფასო დამუშავებას ითვალისწინებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა პროგრამების ფარგლებში საკუთარი საქმიანობის გაფართოება ან ახალი საქმის წამოწყება უნდა შეძლონ. ხელვაჩაურის მერის განცხადებით, მოქალაქეები ტექნიკისა და სხვა საჭიროებების შესახებ მოთხოვნით თვითმმართველობას აქამდეც მიმართავდა და ისინი სამინისტროსთან შუამდგომლობას უწევდნენ. ინფორმირების მიზნით მსგავსი შეხვედრა დღესვე ქედაშიც გაიმართა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში