ენმ-ის ახალი თავმჯდომარე და საკადრო ცვლილებები - პოლიტიკური შეფასებები

31 იანვარი 2023, 11:45 602 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეული თავმჯდომარე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ღია იქნება ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის და ყველა მის კონკურენტს თანამშრომლობას სთავაზობს.

მიუხედავად ამისა ნიკა მელიას მხარდამჭერები ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებს ტოვებენ, მათ შორის რეგიონებში. თუმცა ამბობენ, რომ პარტიაში რჩებიან და ბრძოლასაც აგრძელებენ.

პარტიული თანამდებობები დატოვეს კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ და გიორგი პატარაიამ. ბათუმში კი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში